"მათგან მხოლოდ დაბადების დღის მაისური დამრჩა, რომელიც ერთად მოხატეს.." - რას იხსენებს სტიქიის ზონაში დაღუპული სოფო ყარალაშვილის მეგობარი
შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას და-ძმა გიორგი და სოფო ყარალაშვილები ემსხვერპლნენ. სოციალურ ქსელში სოფოს მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"მე-10 კლასი, ოქტომბრის დასაწყისი და ემოციური დღე… სხვა სკოლა, კლასი და გარემო…კლასში შესვლისთანავე დავინახე ხუჭუჭა გოგო, დაუვიწყარი ღიმილით… პირველივე დღეს არა, იმ წამსვე მომეხვია, მაკოცა და მითხრა- უკვე მიყვარხარო! გამაცნო სკოლა, მასწავლებლები, თავისი საყვარელი ადგილები და დამაჯერა ამ კლასის ერთიანობაში, შეუპოვრობაში! დიახ, ასეთი მარგალიტებით აეწყო თეა მასწავლებლის ყელსაბამი, რომელიც სამი წლის წინ გიორგიმ გაწყვიტა და დღემდე ვერ ვპატიობ, არ მინდა პატიება, ეგოისტი ვარ? ალბათ… რაჭის ტრაგედია და სოფიი… სიჩუმე… ცრემლიანი თვალები… ჩაწყვეტილი გულები… იქნებ…იქნებ…
იმედის ნაპერწკალი ბოლოს კვდებაო, მართლაც… მრავალი დღე თუ საათი…უიმედობა…ცხოვრების რითმი შენელდა…სოფი არ ჩანს… ანუ დასრულდა ?! ვაღიარო?! წარსულში საუბარი ჩემს კიდევ ერთ მეგობარზე არ მინდოდა და არ მინდა! მტკივა, მწყინს. ყოველთვის მისი წარმატებისა თუ სიხარულის მოზიარე ვიყავი, ვადევნებდი თვალს და-ძმის უსაზღვრო შესაძლებლოსა და პოტენციალს…მათგან მხოლოდ ულამაზესი ღიმილი, უდიდესი სითბო და დაბადების დღის მაისური დამრჩა, რომელიც ერთად მოხატეს, გამიფერადეს დღე, თავად შეიღებეს ხელები და ასე სიცილით გადმომცეს ,,ყარალების ,, მაისური. დამშვიდობება მიჭირს, ნაადრევად გაფრენილო ანგელოზებო! დარწმუნებული ვარ, იმ სამყაროშიც ისე მონუსხავთ ხალხს, როგორც ამიერში." - ვკითხულობთ ტექსტში.