შოვში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა. - კვირის პალიტრა

შოვში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ადგილზე, 10-მდე ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.