ტრაგედია იტალიაში - ნავის ჩაძირვამ 41 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია იტალიაში - ნავის ჩაძირვამ 41 ადამიანი იმსხვერპლა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან, ნავის ჩაძირვის შედეგად, 41 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოთხი ადამიანი მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა გადაარჩინა.

გადარჩენილების განცხადებით, ნავი იტალიაში სუდანიდან მოდიოდა.

„ბორტზე 45 ადამიანი იყო, აქედან სამი ბავშვი. ნავი გამართულ მდგომარეობაში არ იყო და ღია ზღვაში გასვლის შემდეგ მასში წყალი შედიოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"