"ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე ფიქსირდება, 58 გრადუსი მზის გულზე" - ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" გამაფრთხილებელ პოსტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე ფიქსირდება, 58 გრადუსი მზის გულზე" - ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" გამაფრთხილებელ პოსტს აქვეყნებს

ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ, გარდა ჰაერის მონაცემებისა, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში." - ვკითხულობთ ტექსტში.