"დღევანდელ სპეციალურ თათბირზე ერთადერთი თემა განვიხილეთ" - რას წერს ზელენსკი "ტელეგრამზე"
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიწრო ფორმატში თათბირი ჩაატარა, რომლის ერთადერთი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა იყო. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე აქვეყნებს.
„დღევანდელი თათბირი სპეციალურ ფორმატში ჩატარდა. ყველაზე ვიწრო წრე და მაქსიმალური ყურადღება ერთი თემისადმი - ჩვენი შეტევა. მიმდინარე ვითარების სიღრმისეული ანალიზი, მომავალი ნაბიჯების დაგეგმარება, ჯარის უზრუნველყოფა, მტრის ქმედებების ანალიზი“, - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, თათბირზე თავისი მოხსენებები მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ და სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა წარადგინეს.
"ინტერპრესნიუსი"