რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა - რას აცხადებს შოიგუ? - კვირის პალიტრა

რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა - რას აცხადებს შოიგუ?

რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებებზე რუსეთისთვის საფრთხეები შვედეთისა და ფინეთის გამო გაიზარდა.

“დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებაა, და პერსპექტივაში - შვედეთის. ალიანსთან ჰელსინკის შეერთების შემდეგ რუსეთის სახმელეთო საზღვარი ბლოკის ქვეყნებთან თითქმის ორჯერ გაიზარდა”, - განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს პოლონეთის აქტიური მილიტარიზაცია, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის რისკებს ზრდის.

შოიგუს თქმით, ცოტა ხნის წინ ვარშავამ “კონტინენტზე ყველაზე ძლიერი არმიის” შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"