"გალფის" ბენზინგასამართი სადგური, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა დააყაჩაღა - კვირის პალიტრა

"გალფის" ბენზინგასამართი სადგური, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა დააყაჩაღა

წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, სო­ფელ ლი­ა­ში "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი და­ა­ყა­ჩა­ღეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვა­სილ და­თე­ბაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა ყა­ჩა­ღო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი“ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია. მა­თი­ვე ცნო­ბით, ნიღ­ბი­ან­მა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა ოპე­რა­ტო­რი, რო­მელ­საც თან­ხას სთხოვ­და. თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ბობ­და, რომ ფული მე­ნე­ჯე­რის ოთახ­ში მდგარ სწრა­ფი ჩა­რი­ცხვის აპა­რატ­ში ჰქონ­და ჩა­რი­ცხუ­ლი და ქვი­თარს უჩ­ვე­ნებ­და. და­თე­ბაშ­ვი­ლი აპა­რა­ტის გა­სა­ღებს ითხოვ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მან თან­ხის აღე­ბა ვერ შეძ­ლო, ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ში" 20 000 დო­ლა­რი წა­ა­გო.

ambebi.ge - ს შსს-მ და­უ­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სს საქ­მე 179-ე (ყა­ჩა­ღო­ბის) და 143-ე (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა) მუხ­ლე­ბი­თაა აღ­ძრუ­ლი.

"