"მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში? - კვირის პალიტრა

"მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი 130-მდე ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი და მათ­გან ზო­გი­ერ­თში რამ­დენ­ჯერ­მე. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი 16 წლის ასა­კი­დან გა­უჩ­ნდა და მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაც მა­შინ შედ­გა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას გოგა სხვა­დას­ხვა სა­ხის სტი­ქი­ის პი­რის­პირ რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორ გა­და­ურ­ჩა თი­თო­ე­ულ მათ­განს, რას გრძნობ­და უცხო ქვეყ­ნებ­ში უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნე­ბი მო­სა­ლო­ნე­ლი სტი­ქი­ის დროს და რა საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა­ვენ. ამ თე­მა­ზე გოგა ჩა­ნა­დი­რი ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს გა­და­ცე­მა­ში „რო­გორ გა­დავ­რჩი“ ცოტა ხნის წინ, ივ­ლის­ში ესა­უბ­რა.

2018 წელი ინ­დო­ნე­ზია - მი­წისძვრა

- სტი­ქია ალ­ბათ ის მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის წი­ნა­შეც ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია. 4 ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ და გა­მოვ­ყოფ, რო­მელ­თა წი­ნა­შეც რო­გორც ადა­მი­ა­ნი სუს­ტი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი ეს იყო მი­წისძვრა 2018 წელს ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, რაც მე იქ გა­და­ვი­ტა­ნე, ამის გახ­სე­ნე­ბა ახლა მზა­რავს... მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7-ნა­ხე­ვა­რი ბალი გახ­ლდათ. კონ­კრე­ტუ­ლად ბა­ლი­ზე სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვი­ყა­ვი, სა­წოლ­ზე ვი­წე­ქი და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ჰამ­ბურ­გის ფი­ნალს ტე­ლე­ფონ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. უცებ გრუ­ხუ­ნი გა­ვი­გო­ნე, მერე რა­ღა­ცა ძა­ლამ ქვე­მო­დან ამო­მარ­ტყა და მაღ­ლა ავ­ხტი - არ ვა­ჭარ­ბებ, შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ მეტრზეც კი.

მი­წისძვრა სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გა­და­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ის რა იყო, მერე წა­მის მე­ა­სე­დებ­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რაომ მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. წა­მოვ­დე­ქი და კა­რის ჩარ­ჩოს ქვეშ დავ­დე­ქი. იმ წუ­თებ­ში თავ­ში რა არ დატ­რი­ალ­და, ძა­ლი­ან მძი­მე გან­ცდე­ბი მქონ­და...

ბა­ლი­ზე ასე­თი სტან­დარ­ტი და ტრა­დი­ცია აქვთ - არ შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა, ამი­ტომ, გა­ნი­ვი, გრძე­ლი შე­ნო­ბე­ბია, მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნის სიგ­რძი­საც კი. ეს იმის გამო, რომ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 100-მდე მოქ­მე­დი ვულ­კა­ნია, სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ქვე­ყა­ნა და კუნ­ძუ­ლე­ბია. ამის გარ­და აქვთ ღვთა­ე­ბა გა­რუ­დას ქან­და­კე­ბა და ვერც ერთი შე­ნო­ბა მას­ზე მა­ღა­ლი ვერ ვერ იქ­ნე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა შვე­ლის კი­დეც ქვე­ყა­ნას და კუნ­ძუ­ლებს იმა­ში, რომ მი­წისძვრა და­მან­გრე­ვე­ლი არ იყოს. მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი რაც მოხ­და, ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე, - უსაფრ­თხოდ ხარ? - მივ­ხვდი, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. „ფე­ის­ბუქ­მაც“ ამო­მიგ­დო ასე­თი ტექ­სტი - „მო­ნიშ­ნე თავი, თუ უსაფრ­თხოდ ხარ“. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­და­ნაც მო­მი­კი­თხეს... შემ­დეგ ჩავ­თვა­ლე, რომ სულ ეს იყო და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ სა­ღა­მოს მი­თხრეს, რომ სას­ტუმ­რო უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გა­ნაც მი­წისძვრის შემ­დეგ ცუ­ნა­მის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ვი­ფიქ­რე, კარ­გი, მი­წისძვრას გა­და­ვურ­ჩი, მაგ­რამ ცუ­ნა­მის რო­გორ გა­და­ვურ­ჩე, სად წა­ვი­დე?! მით უფრო, რომ 2004 წელს უკვე ვი­ცო­დი, რა იყო ცუ­ნა­მი. მა­შინ ცუ­ნა­მის ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მძი­მე შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, - 300 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა და იქ ვმუ­შა­ობ­დი, იმ მოვ­ლე­ნებს ვი­ღებ­დი...

ამ­ჯე­რად თავი ღმერ­თს, გან­გე­ბას მი­ვან­დვე და სტრე­სის ფონ­ზე ფე­ხე­ბის მა­საჟ­ზე დავ­ჯე­ქი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, სტრეს­მა და შიშ­მა გა­მი­ა­რა-მეთ­ქი... მერე ისე მოხ­და, რომ ცუ­ნა­მის საფრ­თხე გა­უქ­მდა. ეს რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, მშვი­დად წა­მო­ვე­დი, ჩავ­თვა­ლე, რომ აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ ამას ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მოჰ­ყვა. რო­გორც წესი, მი­წისძვრას გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი ახა­სი­ა­თებს. ოღონდ, უფრო და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის. დი­ლის 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვიღ­ვი­ძე, სა­უზ­მე­ზე უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და უა­რე­სი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა მოხ­და. შე­ნო­ბა­ში დიდი ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა, ცუ­დად გავ­ხდი. მივ­ხვდი, რომ ქვე­ყა­ნა უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არა­და, გა­მო­საფ­რე­ნად კი­დევ 2 დღე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. მოკ­ლედ, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ლა­ხე და სა­უზ­მე­ზე ჩა­ვე­დი, მაგ­რამ ვხდე­ბი, რომ ჩემს ორ­გა­ნიზ­მში რა­ღაც ხდე­ბა, რა­ღაც პრო­ცე­სი მი­დის და და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნიზ­მის მოს­მე­ნა. მივ­ხვდი, რომ თავ­ში რა­ღაც მიტ­რი­ა­ლებ­და. ეს „ტრი­ა­ლი“ სამი თვე გაგ­რძელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში ჩა­ვი­ხე­დე, ბა­ლის აე­რო­პორ­ტი, სა­ი­და­ნაც უნდა გა­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვი, მი­წისძვრის მერე და­ინ­გრა...

2008 წელი - გრი­გა­ლი კუ­ბა­სა და ია­მა­ი­კა­ზე

- პირ­ვე­ლი გრი­გა­ლი ია­მა­ი­კა­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, „გუს­ტა­ვი“ ერ­ქვა (გრი­გა­ლებს იცით, რომ სა­ხე­ლე­ბი კა­ცის და ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ. ისე მოხ­და, რომ ჯერ „კაცი“ და­მეს­ხა თავს, მერე - „ქალი“). წინა დღეს ვნა­ხე, რომ ხალ­ხი ფარ­დუ­ლე­ბი­ან მა­ღა­ზი­ებს კა­რებს და­ზო­ლი­ლად აჭე­დებ­დნენ. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, თუმ­ცა მათ­თვის გრი­გა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. დე­და­ქა­ლა­ქი სტი­ქი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ში, რომ ავ­ხე­დე, რა არის აქ ასა­ჭე­დი-მეთ­ქი?! 12 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი. უცებ სას­ტუმ­როს მე­გა­ფონ­ში ხმა გა­ის­მა, - იყა­ვით ფრთხი­ლად, გვი­კი­თხავ­დნენ ინ­სტრუქ­ცი­ებს, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ოღონდ, ვერ ვხდე­ბო­დი, რა მზად­ყოფ­ნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. გრი­გა­ლის დროს რა­ტომ იყო ასე­თი სიფრ­თხი­ლე სა­ჭი­რო. უცებ ატყდა ლეწა-ლუ­წის ხმა, გავ­ხე­დე, ცა ჩა­შავ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ნის­ლი­ან­და, მი­ნებს ტო­ტე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი ხვდე­ბო­და და შეგ­რძნე­ბა იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­ტვრე­უ­ლი­ყო... სას­ტუმ­როს დე­რე­ფან­ში გა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც ეზო ჩან­და, და­ვი­ნა­ხე, სას­ტუმ­როს ეზო­ში წყა­ლი ამო­დი­ო­და. ახლა თუ ჩა­ვი­ძი­რე-მეთ­ქი - გა­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ თავი და­ვი­ი­მე­დე, რად­გან მე-12 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და განა რამ­დე­ნად უნდა ჩა­ი­ძი­როს შე­ნო­ბა, რომ წყალ­მა ასე ზე­მოთ ამო­აღ­წი­ოს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მძი­მე ღამე იყო... იხილეთ სრულად