"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურს საფრთხე ემუქრება" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროგადამცემ სარეზერვო ხაზზე გადაყვანილი.
ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „ენერგოატომზე“დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელიც უმსხვილესია ევროპაში, ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის წინაშე დადგა, რადგან სარეზერვო ხაზის სიმძლავრე ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზის მხოლოდ ნახევარს შეადგენს.
„ასეთი რეჟიმი ძალიან რთულია რეაქტორისთვის, მისი ხანგრძლივობა შეზღუდულია კონსტრუქციით და ენერგობლოკის მწყობრიდან გასვლა შეიძლება გამოიწვიოს“, - აცხადებენ „ენერგოატომში“.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლიდან რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა.
"ინტერპრესნიუსი"