"თუ დაზიანებაზე მიწა ან ტალახი მოგხვდებათ, უნდა დამუშავდეს, ტეტანუსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება" - რას ამბობენ ეპიდემიოლოგები შოვში არსებულ მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"თუ დაზიანებაზე მიწა ან ტალახი მოგხვდებათ, უნდა დამუშავდეს, ტეტანუსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება" - რას ამბობენ ეპიდემიოლოგები შოვში არსებულ მდგომარეობაზე

არ­სე­ბობს თუ არა საფრ­თხე შოვ­ში ეპი­დე­მი­ის გა­ჩე­ნი­სა? - აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა არა­ერ­თხელ და­ი­ბა­და, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ვი­გებთ, რომ სტი­ქი­ამ შო­ვის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ლე­ბის პი­რუ­ტყვიც იმ­სხვერ­პლა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტა­ლა­ხის ფე­ნის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ლეში კი, რა­საც შო­ვის ნა­მე­წყრალ­ზე მაშ­ვე­ლე­ბიც ხში­რად პო­უ­ლო­ბენ, ამა­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­ბაბს ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ Ambebi.ge ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი: გე­ტყვით თუ რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ეს სა­კი­თხი საპ­რობ­ლე­მო და რა დროს იზ­რდე­ბა ეპი­დე­მი­ის გა­ჩე­ნის რის­კე­ბი. ზო­გა­დად, მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან, ლე­შის­გან შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ე­ბი გავ­რცელ­დეს, თუმ­ცა მისი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლია მა­შინ, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და დიდი ხნის მკვდა­რი ცხო­ვე­ლი მოხ­ვდე­ბა სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მა­ში, ან იმ რე­ზერ­ვუ­არ­თან, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში მი­ე­დი­ნე­ბა და შე­საძ­ლოა, ვინ­მემ გა­მო­ი­ყე­ნოს ეს წყა­ლი სას­მე­ლად ან გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით. წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს ისე­თი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ებს. თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და და­მე­წყრილ ტე­რი­ტო­რი­ას არ აქვს კავ­ში­რი იმ წყლებ­თან, რომ­ლებ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის იყე­ნებს. ასე რომ იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ რა­ი­მე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­დეს თუნ­დაც რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბით არის მი­ნი­მა­ლუ­რი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­ფექ­ცი­ე­ბი­დან, ახლა ყუ­რა­დღე­ბა გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლია ტე­ტა­ნუს­ზე. მა­ღა­ლი რის­კის ქვე­შაა ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ო­ბენ და­მე­წყრილ ზო­ნა­ში. ვგუ­ლის­ხმობ: მაშ­ვე­ლებს, მო­ხა­ლი­სე­ებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს და.ა.შ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ნი­ა­და­გი, სილა, შლა­მი, ტა­ლა­ხი და მუ­შა­ო­ბის დროს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბენ, მა­ინც არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ ეს ნი­ა­და­გი მოხ­ვდეს ჭრი­ლო­ბა­ში, ან და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თე­ო­რი­უ­ლად იზ­რდე­ბა ტე­ტა­ნუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში უნდა მოხ­დეს ამ ჭრი­ლო­ბე­ბის დრო­უ­ლად და­მუ­შა­ვე­ბა გამ­დი­ნა­რე წყლით, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, შემ­დეგ კი მედ.პუნ­ქტში სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა შე­ა­ფა­სოს, სჭირ­დე­ბა თუ არა ამ ადა­მი­ანს ტე­ტა­ნუ­სის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა.

ტე­ტა­ნუ­სი არის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც მე­ო­რე­ნა­ი­რად ჭრი­ლო­ბის ინ­ფექ­ცი­ას უწო­დე­ბენ. ძი­რი­თა­დად ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა რო­დე­საც ადა­მი­ანს უკბენს ცხო­ვე­ლი, ამი­ტო­მაა ძაღ­ლის ან რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლის კბე­ნის შემ­დეგ ცოფ­ზე აც­რას­თან ერ­თად, აკე­თე­ბენ ტე­ტა­ნუს­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­საც. იმი­ტომ, რომ ცხო­ვე­ლის პი­რის ღრუ­ში შე­საძ­ლოა იყოს ეს მიკ­რო­ბი. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს ნი­ა­დაგ­ში ლაფ­ში არ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლი­მე ბას­რი საგ­ნით ჭრი­ლო­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად. ეს შე­საძ­ლოა იყოს ჟან­გი­ა­ნი ლურ­სმა­ნი, ხის ტოტი და ა.შ.

- მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა რო­გო­რი აქვს ამ ინ­ფექ­ცი­ას?

- საკ­მა­ოდ მძი­მე, სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და პრე­ვენ­ცია და არ ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, აქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კუნ­თე­ბის კრუნ­ჩხვა, რო­მე­ლიც იწყე­ბა ე.წ. ტრიზ­მით, რაც ნიშ­ნავს ყბის და სა­ღე­ჭი კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლის და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვით მიმ­დი­ნა­რებს. ამას ერ­თვის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და შემ­დეგ მთელ სხე­უ­ლის და­ჭი­მუ­ლო­ბა, რა­მაც იმ დო­ნემ­დე შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს რომ გან­ვი­თარ­დეს ძვლე­ბის, სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და მათ შო­რის სა­სუნ­თქი კუნ­თე­ბის ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­სა­ბა­მოა. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბის კარ­გი პრე­ვენ­ცია არ­სე­ბობს დღეს­დღე­ო­ბით, ეს არის ვაქ­ცი­ნა. გააგრძელეთ კითხვა