პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მსახიობი საქართველოში არ შემოუშვეს - "მითხრეს, რომ ამას დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა"
რუსი მსახიობი ვიტალი გოგუნსკი საქართველოში არ შემოუშვეს. "ტელეგრამზე" გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მსახიობი უკან, მოსკოვში ბრუნდება.
ვიდეოს ავტორები წერენ, რომ მსახიობი, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავამდე სასაზღვრო ესკორტით მიიყვანეს. გოგუნსკის პროდიუსერი თავრიზ შაჰიდი მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება პოლიტიკური სარჩულით მიიღო.
თავად გოგუნსკიმ REN TV-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ საქართველოში შეყვარებულთან მიდიოდა, მაგრამ ის "კატეგორიული ტონით უკან გააბრუნეს“, რადგან ხელისუფლებას "ოპოზიციის შეეშინდა“.
"მითხრეს, რომ ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა, ჩვენ თუ შეგვიშვებდნენ“, - განაცხადა მსახიობმა.
სერიალ "უნივერის“ ვარსკვლავმა თქვა, რომ მისთვის საქართველო ბევრს ნიშნავს. ამ ქვეყანაში მისი მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ და თავადაც ბავშვობაში გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა. ახლაც რომანტიული მიზნებით ჩამოვიდა საქართველოში.
"ძალიან მინდოდა, მეგობრებთან და ჩემს შეყვარებულთან ერთად გამეტარებინა დრო..." - აღიარა მსახიობმა. გააგრძელეთ კითხვა