"ეს არის პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე, რომ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას - კვირის პალიტრა

"ეს არის პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე, რომ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ვფიქრობ, , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის მიერ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა შეაფასა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხების მისაღებად სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნიათ, მათ შორის, სადეპუტატო შეკითხვა და ინტერპელაციის წესით მინისტრის პარლამენტში დაბარება.

„უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორე - თუკი რამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი? მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს მაგალითად, სადეპუტატო შეკითხვა, თუ თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან და მოისმინონ პასუხები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.

ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ქულებისთვის იყენებდნენ, არამედ ამ შემთხვევაში, თუკი აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, მათ აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები, თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის, დღევანდელი ბრიფინგის გათვალისწინებით, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით, თუკი რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ და იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხს. ან მეორე - შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მე მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, სხვა ინსტრუმენტს ეჭიდებიან, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"