"არ შეიძლება გომბორზე მოხდეს ის, რა პროცესიც შოვში განვითარდა" - რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება გომბორზე მოხდეს ის, რა პროცესიც შოვში განვითარდა" - რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე?

3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბა თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სხვა­დას­ხვა მე­წყერ­სა­ში­ში რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ამ­გვა­რი ად­გი­ლი გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხი­ლია, სა­დაც გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვა­ზი­ა­ნი - გომ­ბო­რი - თე­ლა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2010 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. იმ­ხა­ნად გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე 37 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტს "გა­რან­ტია მის­ცა“, რომ გზას 10 წელი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­და, თუმ­ცა გომ­ბო­რის გზის მო­ნაკ­ვე­თი ჯერ კი­დევ გახ­სნი­დან ორ თვე­ში და­ზი­ან­და. მას შემ­დეგ, ძვე­ლი თუ ახა­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში გომ­ბო­რის გზა­ზე თით­ქმის ყვე­ლა სე­ზონ­ზე სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხდე­ბა სა­ჭი­რო.

რამ­დე­ნად სა­ში­შია გომ­ბო­რის გზა, რას უნდა ელო­დონ მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან თბი­ლი­სი-თე­ლა­ვის გზა­ზე, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გე­ო­ლოგ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს ვთხო­ვეთ. სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ ლე­ვან ან­დრი­აშ­ვილს, რომ­ლის თქმი­თაც, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი­დევ ერთ წელს გაგ­რძელ­დე­ბა.

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე:

- გომ­ბორ­ზე არ არის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი კა­ტას­ტრო­ფე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად პა­ტარ-პა­ტა­რა მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვეს. ზო­გა­დად გომ­ბო­რის გზა არ არის ცუ­დად გაყ­ვა­ნი­ლი, რად­გან მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს გზა ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იყო და­გეგ­მი­ლი. ასე რომ, ისე­თი ტი­პის პრო­ცე­სი, რო­გო­რიც შოვ­ში გან­ვი­თარ­და, არ შე­იძ­ლე­ბა გომ­ბორ­ზე მოხ­დეს. გომ­ბორ­ზე შე­იძ­ლე­ბა წვი­მებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს პა­ტა­რა მე­წყე­რი, მოხ­დეს თოვ­ლის ჩა­მო­წო­ლა, გზის გა­და­ღობ­ვა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, გომ­ბორ­ზე ღვარ­ცო­ფი არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, ამ­ჟა­მად გომ­ბო­რის გზა­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თქვენ ხართ საქ­მის კურ­სში, რა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბია?

- ორი წე­ლია ამ გზა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ და ახლა არ ვიცი, რას აკე­თე­ბენ. ზო­გა­დად გომ­ბორ­ზე მხო­ლოდ ერთი მე­წყრუ­ლი ად­გი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 მეტ­რი, სა­დაც ხში­რად არ იყო ასფლა­ტი, რად­გან სულ ფუჭ­დე­ბო­და. ახლა რო­დე­საც გა­ა­კე­თე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ და შე­ვა­ფა­სებ რა გა­კეთ­და.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ორი­ვე მთავ­რო­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და გომ­ბორ­ზე გვი­რა­ბის გაჭ­რა, თუმ­ცა 2017 წელს, ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტი, დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს გომ­ბორ­ზე გვი­რა­ბის გაჭ­რა?

- რო­კის გვი­რა­ბი გა­ა­კე­თეს და ის არ ინ­გრე­ვა, 22-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბია ალ­პე­ბის ქვეშ შვე­ი­ცა­რი­ა­ში. რა­ტომ იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი, ვინ არი­ან, ვინც ამას ამ­ბობს, მშე­ნებ­ლე­ბი არი­ან? - შე­ის­წავ­ლეს ქა­ნე­ბის ფი­ზი­კურ თუ მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ან ქა­ნე­ბის სი­მაგ­რე. სად ნა­ხეს სა­ინ­ჟინ­რო პრო­ექ­ტი? - რა­ტომ იძა­ხი­ან ასეთ რა­ღა­ცებს, რა­ზეც აზ­რზე არ არი­ან. გააგრძელეთ კითხვა