რა სკანდალი აგორდა გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო? - კვირის პალიტრა

რა სკანდალი აგორდა გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო?

გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კე­ლის­თვის სტი­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 55 000 ევ­რომ­დე და­ი­ხარ­ჯა მას შემ­დეგ, რაც მას კან­ცლე­რის პოს­ტი უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Tagesspiegel, სა­ა­გენ­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­მო­თხო­ვილ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა 2021 წლის შემ­დეგ კოს­მე­ტი­კა­ზე, სტი­ლის­ტე­ბი­სა და მა­კი­ა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე თან­ხა მა­შინ და­ი­ხარ­ჯა, რო­დე­საც მერ­კე­ლი ქვეყ­ნის კან­ცლე­რის მო­ვა­ლე­ო­ბას აღარ ას­რუ­ლებ­და.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს ყო­ველ­თვი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3 000 ევრო უჯ­დე­ბა, რა­საც ისი­ნი არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯებს უწო­დე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2022 წელს გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კან­ცლე­რის ოლაფ შოლ­ცის­თვის ფო­ტოგ­რა­ფე­ბია და მა­კი­ა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ქვეყ­ნის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან 1.5 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა.

ambebi.ge