"ვიდ­რე "ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ქვეყ­ნის და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­თა ერო­ზია-დეგ­რა­და­ცია გაგ­რძელ­დე­ბა..." - როგორ ეხმაურებიან ლაშა ბუღაძე და რატი ამაღობელის ქეთი დუმბაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას - კვირის პალიტრა

"ვიდ­რე "ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ქვეყ­ნის და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­თა ერო­ზია-დეგ­რა­და­ცია გაგ­რძელ­დე­ბა..." - როგორ ეხმაურებიან ლაშა ბუღაძე და რატი ამაღობელის ქეთი დუმბაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას

სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა სახ­ლს 2023 წლის 4 სექ­ტემ­ბრი­დან ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა უკვე გა­მო­ი­ცა.

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 2023 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე მწე­რალ­თა სახ­ლის ახალ ხელ­მძღვა­ნელს, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე და პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი:

ლაშა ბუ­ღა­ძე: მწე­რალ­თა სახ­ლში, რო­გორც იქნა, "დაბ­რუნ­დე­ბა" საქ სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სული... "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ახა­ლი ოფის-შტა­ბი მი­ა­მა­ტა თა­ვის პარ­ტი­ულ ოფი­სებს. ვიდ­რე "ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ქვეყ­ნის და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­თა ერო­ზია-დეგ­რა­და­ცია გაგ­რძელ­დე­ბა... თ. წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი და დესტრუქ­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლია, ვინც კი ამ სფე­რო­ში ყო­ფი­ლა, მწე­რალ­თა­კავ­ში­რუ­ლი რე­სენ­ტი­მენ­ტე­ბით ცდი­ლობს "ბუ­ნე­ბა­ზე, ყვა­ვი­ლებ­ზე და ჩი­ტებ­ზე" პოს­ტე­ბის მდე­ბე­ბი­სა და ლექ­სე­ბის მკე­თე­ბე­ლი აპო­ლი­ტი­კუ­რი "კულ­ტუ­რის მუ­შა­კე­ბის" გუ­ლის მო­გე­ბას... რო­მე­ლი­მე რუ­სულ კა­ნონ 2-ს ალ­ბათ უკვე ტა­შის­კვრით მი­ი­ღე­ბენ მწე­რალ­თა სახ­ლის დარ­ბაზ­ში, რო­გორც ეს "ძველ და საყ­ვა­რელ" საბ­ჭო­თა მა­მე­ბის და ადრე თუ გვი­ან-შე­ვარ­დნა­ძე­ულ ეპო­ქა­ში ხდე­ბო­და. გი­ლო­ცავთ, ამ­ხა­ნა­გე­ბო!

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი: ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი მი­ტა­ცე­ბი­ლია, ყველ­გან ვიწ­რო პარ­ტი­ულ­მა ინ­ტე­რეს­მა ჩა­ა­ნაც­ვა­ლა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მწე­რალ­თა სახ­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და სუ­ლის­კვე­თე­ბით კვლავ მწე­რალ­თა კავ­ში­რის საბ­ჭო­თა პო­ზი­ცი­ებს და­უბ­რუნ­და.

ვფიქ­რობ დღეს ცალ-ცალე ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა კი­დევ უფრო დაგ­ვა­ცალ­კე­ვებს. გა­მო­სა­ვა­ლი ამ 12 წლი­ა­ნი ერ­თპარ­ტი­უ­ლი მო­ნო­პო­ლი­ის შეც­ვლა იქ­ნე­ბო­და. ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არა­თუ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ებს, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ხე­ლემ­წი­ფო­საც დავ­კარ­გავთ. უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვით უნდა ვი­სა­უბ­როთ ახალ ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე კულ­ტუ­რა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში. შევ­ქმნათ ახა­ლი დღის წეს­რი­გი, ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, სა­დაც სა­კუ­თარ თავს სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხა­ვენ. ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­საა მო­მა­ვა­ლი.