"ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა - კვირის პალიტრა

"ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ჩვე­ნი სახ­ლი სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი იყო, სამი მხრი­დან მო­დი­ო­და წყა­ლი, იქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ მო­რევს ჰგავ­და, მან­ქა­ნებს ასან­თის კო­ლო­ფე­ბი­ვით ატ­რი­ა­ლებ­და. წყალ­მა რომ და­ი­წია, გა­მოჩ­ნდა, თუ რო­გორ იყო 5-6 ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე შე­წყო­ბი­ლი", - გვე­უბ­ნე­ბო­და 8 წლის წინ, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის16-ში ცხოვ­რობ­და. ის ახ­ლაც იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რობს, ოღონდ, სტი­ქი­ის შემ­დეგ სახ­ლე­ბის გა­და­ნომვრა მოხ­და და ახლა მათი სახ­ლი სვა­ნი­ძის 10-შია, რად­გა­ნაც - ზოგი შე­ნო­ბა იმ სა­ში­ნელ ღა­მეს ვერ გა­და­ურ­ჩა.

ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას 8 წლის წი­ნან­დე­ლი მძი­მე დღე­ე­ბი შო­ვის ტრა­გე­დი­ამ გა­უ­ახ­ლა. მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი იყო. ის ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია:

- იმ ღა­მეს ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რაც იქ დატ­რი­ალ­და და ის ყვე­ლა­ფე­რი ახლა, შო­ვის ტრა­გე­დი­ი­სას გა­მი­ახ­ლდა, ხე­ლახ­ლა გან­ვი­ცა­დე. მა­გის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ნამ მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს, ვერ და­ი­ვი­წყებ. პირ­ვე­ლის 10 წუთი იყო, რომ უკვე ჩვე­ნი უბა­ნი აღარ იყო. ის და­მან­გრე­ვე­ლი ნა­კა­დი ქვე­მო­დან რომ წა­მო­ვი­და, 10 წუთ­ში 4 მეტ­ზე ავი­და, ჩვე­ნი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და­ფა­რა და მე­ო­რე სარ­თულ­ზეც ამო­აღ­წია. ერ­თა­დერ­თი, რაც მო­ვა­ხერ­ხეთ, ცოტა ზე­მოთ დგას ჩემი მაზ­ლის სახ­ლი და იქ გა­ვი­ქე­ცით. მერე გვი­რა­ბი გას­კდა, ზო­ო­პარ­კი წა­ი­ღო. გვი­რა­ბი რომ არ გამსკდა­რი­ყო, ალ­ბათ ის ტალ­ღა მთლი­ა­ნად გა­დაგ­ვივ­ლი­და, თუმ­ცა ჩვენ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც დავ­კარ­გეთ, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რე­ცხა. წყალ­მა კარ-ფან­ჯა­რაც გა­მო­ი­ღო და წა­ი­ღო. ერ­თა­დერ­თი კარი ვერ გა­ი­ტა­ნა და იქ დარ­ჩა.

- ასე მახ­სოვს, რომ პირ­ველ სარ­თულ­ზე, რაც გა­დარ­ჩა, ღვთის­მშობ­ლის ხატი იყო, რო­მე­ლიც ოთახ­ში, ისევ იმა­ვე ად­გილ­ზე ეკი­და...

- კი, ასე იყო. გა­ტა­ლა­ხი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ კე­დელ­ზე თა­ვის ჩარ­ჩო­თი არც მოს­ცი­ლე­ბია. იმ სა­ო­ცარ­მა ნა­კად­მა ხა­ტის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო, კა­რა­დე­ბი თა­ვის ნივ­თე­ბით..ხატი მერე აღ­ვად­გი­ნეთ, კარ­გმა მხატ­ვარ­მა რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა და ახლა ახა­ლი­ვი­თაა...

მე­ო­რე სარ­თულ­ზეც მქონ­და ხა­ტე­ბი, უმე­ტე­სო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ლო­ცა­ვი­დან მქონ­და ჩა­მო­ტა­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში ვართ ნამ­ყო­ფი, მო­ლოც­ვი­ლი გვაქვს. წყა­ლი და ტა­ლა­ხი კი შე­ვი­და იქ, მაგ­რამ იმ ხა­ტებს ვერ მის­წვდა, მათ არ შე­ხე­ბია, გვერ­დი აუ­ა­რა.

- სა­დაც გა­დახ­ვე­დით, იქ უსაფრ­თხოდ იყა­ვით?

- ზე­მო­დან გა­და­ვე­დით. იქ ჯერ არ იყო წყა­ლი, მაგ­რამ იქი­და­ნაც წა­ვე­დით, რად­გან ვფიქ­რობ­დით, რომ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ნა­კა­დი, იქაც მოგ­ვწვდე­ბო­და. დიდი ტან­ჯვით გა­ვაღ­წი­ეთ, წვიმ­და, ღამე იყო, თან სამი თოთო ბავ­შვი მიგ­ვყავ­და, გზად მე­ზობ­ლე­ბიც ვი­პო­ვეთ, რომ­ლე­ბიც შე­ვი­ფა­რეთ. მერე ვი­ღაც და­ლოც­ვილ­მა კე­დელ­ზე კიბე ჩა­მოგ­ვიდ­გა და მისი დახ­მა­რე­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­ვე­დით. ასე წვა­ლე­ბით ჩემი მუ­ლის სახ­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ. ვი­ყა­ვით სვე­ლე­ბი, ტა­ლა­ხი­ა­ნე­ბი, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი და სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. სა­ში­ნე­ლი ღამე იყო, იმ ღა­მეს ოჯა­ხის წევ­რი ბევ­რმა და­კარ­გა...

ახლა 3 აგ­ვის­ტოს ის უმ­ძი­მე­სი ამ­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ვიხ­სე­ნე, სულ თვალ­წინ და­მიდ­გა. სტი­ქი­ას ვერ შე­ა­ჩე­რებ, მისი შემ­ჩე­რე­ბე­ლი ვინ არის?! მას ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი... მდი­ნა­რე ვერე, რო­მე­ლიც კოჭ­საც არ ფა­რავს, 13 მეტ­ზე ადიდ­და, რომ გა­ზო­მეს 13 მეტ­რი იყო კა­ლა­პო­ტი­დან.

- იმ მძი­მე წუ­თებ­ში ღვთის­მშო­ბელს სთხოვ­დით შვე­ლას...

- იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი იმა­ზე ფიქ­რობ, რომ ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე და ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი გა­და­გირ­ჩეს. სა­ნამ სახ­ლს დავ­ტო­ვებ­დით, ხა­ტებ­თან ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ყვე­ლა გა­და­ერ­ჩი­ნა და თუ რა­მის წა­ღე­ბა უნ­დო­და, ის წა­ე­ღო... შე­ის­მი­ნა - ჩვენ გა­დავ­რჩით. იხილეთ სრულად