"ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია" - ჯო ბაიდენის მოულოდნელი განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო, შენელებული მოქმედების ბომბია.
„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანი არ არის ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.
ცნობისათვის, ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.
"ინტერპრესნიუსი"