"შინდისის 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, მათზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი"
7 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შინდისში განაცხადა, რა დროსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ. ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, - განაცხადა მინისტრმა.
"ინტერპრესნიუსი"