"თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან.. რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო" - რას იხსენებს ზაზა მესხის მეგობარი - კვირის პალიტრა

"თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან.. რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო" - რას იხსენებს ზაზა მესხის მეგობარი

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე, და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი სამი შვი­ლი. სტიქიის ზონაში მესხის მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა დაიღუპა.

ზაზა მესხის მეგობარი, ნუგზარ ღომიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"უკვე მეშ­ვი­დე დღეა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სამ ათე­ულ­ზე მეტ ხანს მო­ი­ცავს. სკო­ლის მერ­ხი­დან ვმე­გობ­რობ­დით. არა­სო­დეს გვი­კა­მა­თია, მა­ში­ნაც კი, როცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვქონ­და ამა თუ იმ სა­კი­თხზე. უცხო ქვე­ყა­ნა­ში აა­წყო ცხოვ­რე­ბა, პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­წყო, მო­ყავ­და ყუ­რძე­ნი, აყე­ნებ­და ღვი­ნოს, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ყავ­და ქარ­თვე­ლი ხე­ლოს­ნე­ბი, შვი­ლებს ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს ას­წავ­ლი­და, აყ­ვა­რებ­და.

მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ზე­ი­მი იყო. ჩვენ წე­ლი­წად­ში, ხან ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ყო­ველ­თვის, როცა ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით სახ­ლში. ასე იყო წელ­საც. 24 ივ­ლისს, გავ­სინ­ჯეთ სახ­ლის ღვი­ნო... თქვა, რომ თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და ალი­ნას­თან... რა კარ­გია, ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ ვარ­თო. ბო­ლოს 26 ივ­ლისს შევ­ხვდი ზუგ­დიდ­ში, ზე­ნო­ნი ბრუნ­დე­ბო­და ბა­ნა­კი­დან, მას უნდა დახ­ვედ­რო­და. 1-ლ აგ­ვის­ტოს უწე­რა­ში ჩა­იყ­ვა­ნა ცოლ-შვი­ლი, კო­ტე­ჯში და­ბი­ნავ­და, სა­მო­თხე­ში ვარო.

ვაგ­ლახ, რომ სა­მო­თხე 3 აგ­ვის­ტოს ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. 3-ში 16:25 წუთ­ზე მე­სენ­ჯერ­ში მივ­წე­რე კვი­რას, რომ დაბ­რუნ­დე­ბი ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე შემ­წვარ თევზს და­გახ­ვედ­რებ თქო. წე­რი­ლი არ უნა­ხავს. შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ტე­ლე­ფონ­ზე გა­და­ვუ­რე­კე, გა­მორ­თუ­ლი იყო. სა­გან­გე­ბო ცხელ ხაზ­ზე დავ­რე­კე. მას შემ­დეგ მხო­ლოდ ალი­ნა ნა­ხეს, გუ­შინ კი მან­ქა­ნა. გა­ა­ნათ­ლოს ალი­ნას სული უფალ­მა. ზაზა, ძმაო, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დის ოჯა­ხის იმე­დი, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ასა­კო­ვა­ნი დე­დის სი­ა­მა­ყე. უზო­მოდ დი­დია შენი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რი­ცხვი, ძმაო. ყვე­ლა შო­კი­რე­ბუ­ლია. ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს. სა­ნუ­გე­შე­ბე­ლი სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნაც რთუ­ლია. იქ­ნებ ის, რომ "რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა და­ე­ცე, იმ­დენ­ჯერ უნდა წა­მოდ­გე“ შენ სწო­რედ ასე იზამ­დი, ძმაო.." - ვკითხულობთ ტექსტში.