ტრაგედია სარფში: 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო - რა ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე? - კვირის პალიტრა

ტრაგედია სარფში: 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო - რა ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე?

სარფში, ზღვა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო. რო­გორც ambebi.ge - სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის დაჩი სა­ხუ­რი­აა ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­სი­ჭი­ნე­დან.

"გას­კდა გული. არ ვიცი, რა დავ­წე­რო და რო­გორ ვუ­თა­ნაგ­რძნოთ. არ ვიცი... ნამ­დვი­ლად არ ვიცი", - წერს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" "ჩხო­რო­წყუ".

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ზღვა­ში ის გუ­შინ გა­უ­ჩი­ნარ­და და მაშ­ვე­ლებ­მა ცხე­და­რი წყლის სიღ­რმი­დან გუ­შინ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს.

უწყე­ბა­ში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს კვა­რი­ათ­ში, ზღვა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და აცხა­დე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვა გუ­შინ, სარფში მოხ­და.

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ძა­გა­ნია

ambebi.ge