“უფლის ნებით უკვე სიმსივნე აღარ ფიქსირდება საერთოდ სხეულში.." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინჩო ჯიბლაძე
ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
"უნდა გაგახაროთ ხალხნო, ზუსტად ასეთი მაგალითებია, რაც გვაძლევს ძალას, ცხოვრებაში გავუძლოთ გაუსაძლისს - ნიშანია, რომ უიმედობას არ უნდა მივეცეთ და ვიბრძოლოთ ყველა სიტუაციაში. უმძიმესი დაავადება დაამარცხა მელისამ - ამ მზე გოგომ გაიმარჯვა, წინ დიდი მომავალი აქვს. სიკეთით, ღიმილით, დადებითი ემოციებით უკან მოიტოვა ეს საშინელი დღეები. მისი დედიკოს სიტყვები მინდა გაგიზიაროთ, საოცარი დედის, რომელსაც ეს წლები წამი არ უცხოვრია იმედის გარეშე: მელისა ჯაყელიძე Mzia Dolidze “უფლის ნებით უკვე სიმსივნე აღარ ფიქსირდება საერთოდ სხეულში და აწი უფლის ნებით არც განმეორდება 5 წელი დაცვით კონტროლზე ვიქნებით. ” - ვკითხულობთ ტექსტში.