მარიკა ვერულაშილის კომპანიამ "ქართუსგან" ლაგუნას გარდა იპოდრომის ნაწილიც იყიდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ პარლამენტარზე? - კვირის პალიტრა

მარიკა ვერულაშილის კომპანიამ "ქართუსგან" ლაგუნას გარდა იპოდრომის ნაწილიც იყიდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ პარლამენტარზე?

კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტმა", რომელიც ყოფილ პარლამენტარს, მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის, ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც - წყარო ,,ფორმულაა"

მათივე მოპოვებული დოკუმენტით, იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატული მეტრი უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. ნიუ სითი დეველოპმენტის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.

აღნიშნული ტერიტორიები აქამდე "ქართუ ფონდის" მფლობელობაში იყო. იხილეთ სრულად