5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ფაქტს შვილი მალავდა
ქუთაისში 5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პენსიონერი მაშველებმა სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის შემდეგ გახდება ზუსტი პასუხი ცნობილი, როგორ და რა გარემოებაში გარდაიცვალა ქალი.
მეზობლების განმარტებით, ქალი 5 დღის განმავლობაში არ ჩანდა და ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილს ეკითხებოდნენ სად იყო დედამისი. ის კი მეზობლებს პასუხობდა, რომ დედა სოფელში იყო.
ფაქტი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც სხვა მისამრთზე მცხოვრები მეორე შვილი მოვიდა და სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომლებსაც საზარელი სურათი დახვდათ". იხილეთ სიუჟეტი