"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე - კვირის პალიტრა

"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

9 წლის იყო თედო ბე­ქა­უ­რი, რო­დე­საც გაღ­მა ნა­პირ­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით, მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და.... დღეს, თე­დოს ცხოვ­რე­ბა, არაფ­რით ჰყავს, მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ, „გაღ­მა ნა­პირ­ზე" მცხოვ­რე­ბის ბი­ჭი­სას. ის უკვე თა­ვა­და მა­მაა და ახლა მისი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, 2 წლის დე­მეტ­რეს მო­მა­ვალ­ზე (რო­მე­ლიც მა­მის ორე­უ­ლია) ფიქ­რი და ზრუნ­ვაა.

ვინ იცის, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და თეთ­რი წყა­როს რა­ი­ონ, სო­ფელ ორ­ბე­თე­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან. რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს თედო ბე­ქა­უ­რი, ამ შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

- კას­ტინ­გმა რო­გორ გა­ი­ა­რა?

- მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს, ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით.

tedd-33595-1691829461.jpg

- ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ვის­თან აგ­რძე­ლებთ დღეს მე­გობ­რო­ბას?

- ჯანო იზო­რი­ას­თან და თემო გო­გი­ნა­ვას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს დღემ­დე.

- გო­გოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტა თე­მოს პერ­სო­ნაჟ­მა, კა­ცუ­რად გა­უს­წორ­დი...

- კი, ნა­ტუ­რა­ლუ­რად გა­მო­მი­ვი­და... არა­და კა­მე­რე­ბის მიღ­მა, სულ ასე ვძიძ­გი­ლა­ობ­დით ხოლ­მე, თა­მაშ-თა­მაშ­ში. გარ­და იმი­სა რომ გი­ორ­გი კარ­გი რე­ჟი­სო­რია, ის კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ცაა. ამ სცე­ნის წინ და­მიჯ­და და და­მე­ლა­პა­რა­კა, წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გო­გოს ავიწ­რო­ე­ბენ, ატი­რე­ბენ, შენ ამის შემ­ხედ­ვა­რე, რო­გორ მო­იქ­ცე­ვიო?.. ჰოდა, მეც რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე რომ იმ გო­გოს ჩემს გარ­და დამ­ცვე­ლი არ ჰყავ­და იმ მო­მენ­ტში, „უჰ, თქვე­ნი" მეთ­ქი წა­მო­ვიყ­ვი­რე და ვეძ­გე­რე თე­მოს.. ჩემ­თვის არ­ნა­ხუ­ლად ემო­ცი­უ­რი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ჯანო იზო­რი­ას პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვდი­ლი. მე არ ვი­ცო­დი რომ, ამ სცე­ნა­ში ის უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო და უცებ, ია­რა­ღის ხმა რომ გა­ის­მა და სის­ხლი და ძირს და­ცე­მუ­ლი ჯანო და­ვი­ნა­ხე, რე­ა­ლუ­რად გან­ვი­ცა­დე, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, ამი­ტო­მა­ცაა ეს სცე­ნა ასე­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი.

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი, ბოლო კად­რე­ბია, ტი­რი­ლით რომ ცეკ­ვავ...

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და ეს კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩემი საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია სხირტლა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას ტი­რი­ლი მი­ჭირ­და. ისევ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა მიდ­გო­მამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და ისე ავ­ტირ­დი, გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კარ­გა ხანს ვე­ღარ მამ­შვი­დებ­დნენ.

- ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი. მერე კი ისევ უცა­ბე­დად, და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ჩემი სა­ხე­ლი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რე­ბის მხრი­დან, თო­რემ ხალ­ხის სიყ­ვა­რულს მუ­დამ ვგრძნობ­დი და ახ­ლაც ვგრძნობ. ყვე­ლას ვახ­სო­ვარ, მცნო­ბენ, მე­ფე­რე­ბი­ან, ათას თბილ სი­ტყვას მე­უბ­ნე­ბი­ან. იმ­დე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი მო­ა­ტა­რა ამ ფილმმა, ყველ­გან ისე მე­ფე­რე­ბოდ­ნენ და ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და მა­ყუ­რე­ბელ­ზე ეს ფილ­მი... ერთხელ, სერ­ბეთ­ში ფილ­მის ჩვე­ნე­ბა რომ დას­რულ­და და დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე აინ­თო, ერთ-ერ­თმა კი­ნო­მოღ­ვა­წემ გა­მო­ა­ცხა­და, თედო ახლა ამ დარ­ბაზ­ში­აო. ყვე­ლა მო­ვი­და, მე­ფე­რე­ბო­და, ერთ-ერ­თმა აქ­ვი­თი­ნე­ბულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა გულ­ში ჩა­მიკ­რა და ჯი­ბე­ში ფული ჩა­მი­კუ­ჭა... ფილმმა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე, მარ­თლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვე­გო­ნე. მერე ამ თან­ხით, ტკბი­ლე­უ­ლი ვი­ყი­დე და ჯგუ­ფის წევ­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდი. (გააგრძელეთ კითხვა)