"პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო..." - რას ჰყვება შოვში დაბრუნებული მაშველის შესახებ მოქალაქე?
3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო გააერთიანა. მოხალისეები, მაშველებთან და სამხედროებთან ერთად ამ დრომდე ცდილობენ დაკარგული ადამიანების პოვნას. ამ დროისთვის 24 გარდაცვლილია ნაპოვნი, 9 ადამიანს კი ეძებენ...
შოვის ტრაგედიისას გამო ადამიანები თავს არ ზოგავენ, რათა სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარონ. სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება პოსტი ასეთი გმირი ადამიანების შესახებ. ერთ-ერთი პოსტის ავტორი კი თამარ რატიანია:
"გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში. 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში, ჩაუტარეს სხვა სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო. წარმოუდგენელია, არა?
ასეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას , (ფოტო ფარულად გადავიღე, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.) ღმერთმა დაგლოცოს! პოსტის ავტორია არაჩვეულებრივი პედაგოგი სვეტლანა სინაა" - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ რატიანი, რომელიც მაშველის ფოტოს აქვეყნებს.