"ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა" - ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა - კვირის პალიტრა

"ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა" - ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქუთაისში ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. რა გახდა მკვლელობის მცდელობის მიზეზი უცნობია. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.