"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდის დაბომბვა სცადეს"
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდის დაბომბვა სცადეს.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის არმიას ყირიმის ხიდზე იერიშის მიტანის მცდელობა ჰქონდა, ისმის აფეთქებების ხმა, მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.
მოძრაობა ხიდზე შეჩერებულია, ჩანს კვამლი.
აქსიონოვის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, ხიდი არ დაზიანდა.