ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება, გუშინ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.