"ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს" - რას ამბობს შოვის ტრაგედიისას დაღუპული 23 წლის სოფო ბაკურაძის ახლობელი - კვირის პალიტრა

"ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს" - რას ამბობს შოვის ტრაგედიისას დაღუპული 23 წლის სოფო ბაკურაძის ახლობელი

სტი­ქი­ით და­ღუ­პულ­თა შო­რის კი­დევ ერთი პი­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ის სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი, 23 წლის სოფო ბა­კუ­რა­ძეა.

სოფო მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო, მას 4 წლის შვი­ლი, ლუსი დარ­ჩა. ის შოვ­ში, კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და

"სოფო ბა­კუ­რა­ძე, 23 წლის. მუ­შა­ობ­და შოვ­ში, ცხოვ­რობ­და გლო­ლა­ში მშობ­ლებ­თან, დედ­მა­მიშ­ვილ­თან და თა­ვის ლუ­სის­თან [შვი­ლი] ერ­თად. ბავ­შვს მარ­ტო ზრდი­და, მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო. ყო­ველ ზა­ფხულს და­დი­ო­და შოვ­ში, დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და. 3 აგ­ვის­ტოს, დი­ლით რომ წა­ვი­და და ჩა­ე­ხუ­ტა ბავ­შვს, მას შემ­დეგ არ გვი­ნა­ხავს. ცხე­დარს ვე­ძებ­დით. ამოც­ნო­ბა­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და ამო­ვი­ცა­ნით. გუ­შინ მოხ­და გად­მოს­ვე­ნე­ბა. ეს დღე­ე­ბი დნმ-ის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბო­დით. დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბათს არის. ბავ­შვი ისევ ონში იმ­ყო­ფე­ბა, ახ­ლობ­ლებ­თან, რომ ეს სტრე­სი არ მი­ი­ღოს. ისევ სჯე­რა, რომ დე­და­მი­სი წა­სუ­ლია კან­ფეტ­ზე და მო­უ­ტანს“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ იჩკი­ტი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შოვ­ში მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უსაფრ­თხოდ გა­მო­იყ­ვა­ნეს 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ამ დრო­ის­თვის 24 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

"ლუ­სის ისევ სჯე­რა, რომ დე­და­მი­სი წა­სუ­ლია კან­ფეტ­ზე და მო­უ­ტანს" - რას ამ­ბობს შო­ვის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი 23 წლის სოფო ბა­კუ­რა­ძის ახ­ლო­ბე­ლი