რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია.

ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

"ინტერპრესნიუსი"