"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ
10:39 / 13-08-2023 "ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა მურატ გუკემუხოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ისაუბრა. ის ინტერვიუში ჰყვება ომის პირველ საათებზე, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე.
ასევე, ყოფილი ვითომ პრეზიდენტის თქმით, აქამდე უთქმელი ამბები გაიხსენა, რომელშიც ტყულ-მართლის გარჩევა საკამოდ რთულია, თუმცა ამის მიუხედავად Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:
"შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ომისთვის თავი აგვერიდებინა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი მოვიდა, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელი იყო, ის თავდაპირველად ომისთვის იყო დაპროგრამირებული.
ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი და მოძმე აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერი კეთდებოდა, რომ სიმწვავე მოხსნილიყო და დაძაბულობა შემცირებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მოსახლეობას ამ საქართველოს მოსახლეობას ამ ნაბიჯისკენ უბიძგა. ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, სულ ვეუბნებოდი მათ, რომ საქართველოს შეიარაღებით, ისინი კონფლიქტის გაღვივებას უწყობდნენ ხელს და ამ ყველაფერზე ისინიც პასუხისმგებლები არიან ისევე, როგორც საქართველო. ისინი ჩვენს გაფრთხილებებს არ ისმენდნენ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ", - ამბობს კოკოითი, რომელსაც რატომოღაც გამორჩა, ომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსების წახალისებული სეპარატისტები რა სიხშირით ბომბავდნენ სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს.
საუბრისას პერიოდულად კოკოითს ფანტაზიები იტაცებს - ისე, როგორც დღეს ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი დარბის იარაღით ხელში რემბოსავით, კოკოითიც ცდილობს იმჟამინდელ ამბებში საკუთარი როლი სწორედ ამ იმიჯით წარმოაჩინოს. მისი თქმით, მან და მისმა მცველმა ქართული სპეცრაზმი შეაშინეს და უკუაგდეს, მოსახლეობამ კი ეს საქციელი დიდად დაუფასა:
"საზოგადეობამ არ იცის, მაგრამ მაშინ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ სააკაშვილს შევხვედრილიყავი. სიტუაციის გამწვავების დროს, როდესაც ქართულმა მხარემ დამატებითი ძალები შეიყვანა "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე და ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკეტვა დაიწყეს, ანალოგიური ბძანება გავეცი მეც, რომ ჩვენც გადაგვეკეტა ამ სოფლების კომუნიკაციები.
ეს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. ამ გამწვავების დროს მე ჩემ ერთ დაცვის წევრთან გადავედი შლაგბაუმის იქით, ქართულ სოფლებში. იქ ქართული სპეცრაზმი იდგა. მუქარის დემონსტრაციას ახდენდნენ, რომ თითქო მზად იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ არ გავჩერდი და მოსახლეობასთან მივედი. ადგილობრივები ქართველ სპეცრაზმელებს დასცინოდნენ, თქვენ თუ უიარაღო კაცისგან გარბიხართ, ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვათო.
ადგილობრივებს ველაპარაკებოდი, მოვიდნენ ქართველი ჟურნალისტები. ადგილობრივები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად ესმოდათ, რაც ხდებოდა. ერთმა ქალმა, რომელიც "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ცხოვრობდა მითხრა, რომ მისი პრეზიდენტი მე ვიყავი. ამის გამო ჟურნალისტმა მიკროფონი ჩაარტყა.
ეს რომ დავინახე, პირველ რიგში ბოდიში მოვახდევინე ამ ჟურნალისტს. მეორე ვუთხარი, - რის მიღწევას ცდილობთ, არაერთი მცდელობა მქონდა, რომ სააკაშვილს შევხვედე. წამოიყვანოს ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ვინც უნდა, მზად ვარ მარტო შევხვდე თბილისში. მზად ვარ მთვარეზეც შევხვდე, ოღონდაც ეს დაძაბულობა განვმუხტო, თქვენს პრეზიდეტნს კი რეაქცია არ ჰქონია - მეთქი..."
კოკოითს ერთხელ ამ კონფლიქტისთვის ისტორიულად და კრეატიულადაც შეუხედავს. მას თურმე სურდა "სამხრეთ ოსეთში“ კავკასიის ერების უხუცესთა საბჭო შეექმნა.
"ჩრდილო კავკასიის ბევრმა უხუცესმა დაუჭირა მხარი ჩემს ინიციატივას. ქართველებმაც მათ შორის. ისინი ჩვენთან შეხვედრაზე წამოვიდნენ. თუმცა გზაში გააჩერეს და სცემეს. მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს ჩემამდე მოსვლა. მე მათ ვუთხარი, - პატივცემულო უხუცესებო, კავკასია ყოველთვის განთქმული იყო მისი უხუცესების სიბრძნით. მე როგორც უმცროსი ისე მოგმართავთ. გაუწიეთ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ორგანიზება. მიმართეთ მას. მზად ვარ თქვენს თანდასწრებით, "სამხრეთ ოსეთის“ უხუცესების თანდასწრებით შევხვდე. თუ კი არ სურს საერთაშორისო ინსტიტუტების ფორმატები გამოიყენოს, ჩვენ შეგვიძლია როგორც ორი კავკასიელი ისე შევხვდეთ ერთმანეთს - მეთქი. სააკაშვილმა ეს ხალხი არ მიიღო თავისთან და სახელმწიფო პენსიაც გაუუქმა... იხილეთ სრულად