ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა
ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
მისი თქმით, მაუიზე მძინვარე ტყის ხანძარი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფაა ჰავაის ისტორიაში.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
"ინტერპრესნიუსი"