რუსი ოლიგარქები, რომლებიც პუტინის ომს აფინანსებენ - კვირის პალიტრა

რუსი ოლიგარქები, რომლებიც პუტინის ომს აფინანსებენ

მი­ნი­მუმ, 81 რუსი ოლი­გარ­ქი, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნალ Forbes-ის "200 უმ­დიდ­რე­სი რუ­სის“ რე­ი­ტინ­გში შე­დი­ან, რუ­სუ­ლი არ­მი­ის მო­მა­რა­გე­ბა­ში ღიად მო­ნა­წი­ლე­ობს. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "პრო­ექ­ტის“ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლა­ში წე­რია.

"პრო­ექ­ტის“ თა­ნახ­მად, ამ ოლი­გარ­ქე­ბი­დან 80 ამ­ჟა­მად და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. თუმ­ცა, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ისიც და­ად­გი­ნეს, რომ უკ­რა­ი­ნის მო­კავ­ში­რე ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­სან­ქციო სი­ა­ში მათ­გან მხო­ლოდ 14 ოლი­გარ­ქი არის შე­ტა­ნი­ლი, ხოლო 34 მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად ამა­რა­გე­ბენ რუ­სე­თის ჯარს:

ალექ­სეი მორ­და­შო­ვი ("სე­ვერ­სტა­ლი“)

ვლა­დი­მერ პო­ტა­ნი­ნი ("ნორ­ნი­კე­ლი“)

ვა­გიტ ალეკპე­რო­ვი ("ლუ­კო­ი­ლი“)

მი­ხა­ილ ფრიდ­მა­ნი (LetterOne)

რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი (Millhouse)

გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კო ("ნო­ვა­ტე­კი“)

ალი­შერ უს­მა­ნო­ვი (USM)

იური კო­ვალ­ჩუ­კი (ბან­კი "რო­სია“)

არ­კა­დი რო­ტენ­ბერ­გი ("მოს­ტოტ­რე­სი“)

...და სხვე­ბი.

მხო­ლოდ ერთი ოლი­გარ­ქი, ოლეგ ტინ­კო­ვი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას. მან უარი თქვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მას სან­ქცი­ე­ბი მო­უხ­სნა. თუმ­ცა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლი­ტე­ბი წე­რენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტა, მა­ნამ­დე კი, რუ­სეთ­ში ყოფ­ნი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, ის პუ­ტინს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­და. კერ­ძოდ, აცხა­დებ­და, რომ სურს, პუ­ტი­ნი რუ­სე­თის მმარ­თვე­ლად და იმ­პე­რა­ტო­რად უვა­დოდ იხი­ლოს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა