"რანაირი გარეწარი უნდა იყო, ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა თურქეთში ჰყავს გადაყვანილი..." - რას წერს ნინო წილოსანი გომელაურის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ - კვირის პალიტრა

"რანაირი გარეწარი უნდა იყო, ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა თურქეთში ჰყავს გადაყვანილი..." - რას წერს ნინო წილოსანი გომელაურის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ჩა­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტი­ქი­ის შემ­დეგ ეს მის­თვის შოვ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია. რა­ჭის კუ­რორტზე მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, მამა ჰყავს ცუ­დად და თურ­ქეთ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რის გა­მოც ვერ მო­ა­ხერ­ხა რა­ჭა­ში ჩას­ვლა.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი 2 კვი­რა, მამა მყავს ცუ­დად და თავ­ზე ვე­დე­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ზოგი ჰა­ვა­ი­ზე მას­ვე­ნებ­და, ზოგი სხვა­გან", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

გარ­და ამი­სა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ისა­უბ­რა სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნებ­ზე და "ღა­მით ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე" - "ღა­მის ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა თუ მარ­თლა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს არ ემუქ­რე­ბა იმ წამს რა­ღაც, რომ პი­ლო­ტებ­მა გა­რის­კონ, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - თქვა შს მი­ნის­ტრმა.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, "ლე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ გო­მე­ლა­უ­რი და­სას­ვე­ნებ­ლად იყო წა­სუ­ლი:

"შს მი­ნის­ტრი მთე­ლი ეს დრო არ­და­და­გებ­ზე იყო. მას­შტა­ბუ­რი ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მას არც კი ჩა­უთ­ვლია სა­ჭი­როდ პირ­ვე­ლი­ვე რე­ი­სით უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი ისე­თი სი­სუ­ლე­ლე თქვა, სჯობს უკან წა­ვი­დეს და აღარ ჩა­მო­ვი­დეს:"გვაქვს ჩვენ ღა­მის ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ძე­ნი­ლი ... შეგ­ვიძ­ლია ვიფ­რი­ნოთ ... თუმ­ცა თუ მარ­თლა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს არ ემუქ­რე­ბა იმ წამს რა­ღა­ცა, რომ გა­რის­კოს პი­ლო­ტებ­მაც, არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი". სა­ნამ ეს მთავ­რო­ბა გყავთ, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, გახ­სოვ­დეთ: ტო­ნო­ბით მი­წის და ღვარ­ცო­ფის ქვეშ მო­ყო­ლა არ არის ისე­თი ტი­პის რის­კი, რო­მე­ლიც თქვენს სი­ცო­ცხლეს რა­ი­მე საფრ­თხეს შე­უქ­მნის იმ­წამს.თურ­მე ტექ­ნი­კა გვქო­ნია, მაგ­რამ გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა", - წერს გე­გე­ლია.

გე­გე­ლი­ას ამ გან­ცხა­დე­ბას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"რა­ნა­ი­რი გა­რე­წა­რი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი ამას წერ­დე, როცა შს მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ მამა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თურ­ქეთ­ში ყავს გა­დაყ­ვა­ნი­ლი...

და რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხო­ლოდ უმ­ცი­რეს ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ

გრი­გოლ გე­გე­ლია “ლელო” - შს მი­ნის­ტრი მთე­ლი ეს დრო არ­და­და­გებ­ზე იყო. მას­შტა­ბუ­რი ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მას არც კი ჩა­უთ­ვლია სა­ჭი­როდ პირ­ვე­ლი­ვე რე­ი­სით უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო", - წერს წი­ლო­სა­ნი. (წყარო)