6 თვეში საქართველოში 3.1. მილიონი დოლარის ნაყინი შეიჭამა - "გამაგრილებელი" სტატისტიკა
2023 წელს საქართველოში ნაყინის იმპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 3.1 მლნ აშშ დოლარის 619.1 ტონა ნაყინი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.1 მლნ აშშ დოლარის 702.5 ტონა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ 5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ყველაზე მეტი ნაყინი იყიდა :
თურქეთი - 1. 04 მლნ აშშ დოლარის 191.7 ტონა რუსეთი - 604.8 ათასი აშშ დოლარის 91.4 ტონა უკრაინა - 510.4 ათასი აშშ დოლარის 134.9 ტონა საფრანგეთი - 398.4 ათასი აშშ დოლარის 64.7 ტონა სომხეთი - 273.7 ათასი აშშ დოლარის 88.8 ტონა.
B.P.N.GE