"ძებნა გრძელდება რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში" - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან - კვირის პალიტრა

"ძებნა გრძელდება რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში" - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. შსს-ს ინფორმაციით, მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"