"ვიყავით გლოლაში, ამ დროს ჩვენსკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა" - ჯარისკაცის გულისამაჩუყებელი პოსტი სტიქიის ზონიდან
იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცი, დიმიტრი ცერცვაძე, რაჭის ჯგუფში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცებს გვქონდა სამძებრო გასვლა მდინარე ჭანჭახზე, მოგვიწია გზის პირას შესვენება გლოლაში და ამ დროს, ჩვენკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა, რომელმაც ხილი და ცივი წვენები მოგვართვა სახლიდან..
სახლში მობრძანდითო გვთხოვა.. სახელი ანა ჰქვია. ასევე, გამოგვებება ქალბატონი ლალო, გვეპატიჟა, სახლში მობრძანდითო.. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადოთ ამ თბილ და საოცარ ადამიანებს. უფალი გფარავდეთ!" - ვკითხულობთ ტექსტში.