"მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ, მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ“ - რას წერს 4 წლის გიორგი ხორბალაძის ოჯახი წევრი, რომელსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ - კვირის პალიტრა

"მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ, მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ“ - რას წერს 4 წლის გიორგი ხორბალაძის ოჯახი წევრი, რომელსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ

“შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ...(მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ).

მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს....“ - წერს გიორგი ხორბალაძე.