დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი ქალი აღმოჩნდა - რას წერს იტალიური მედია მომხდარზე?
ქალი, რომელმაც იტალიაში, ტორონტოში, ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგონა აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური მედია ავრცელებს. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვი გამვლელმა შემაჩნია, უფრო სწორად მისმა პიტბულმა, რომელსაც ის ასერინებდა. ძაღლმა ჩვილის დანახვაზე ისტერიული ყეფა ატეხა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბავშვი საბანში გახვეული ნახეს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ჭიპლარი.
მას შემდეგ რაც ჩვილი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, დაიწყეს დედის ძებნა.
სამსართალდამცავებმა მალევე მიაკვლიეს მის კვალს. ქართველი დედა და მისი ახალშობილი ვაჟი ახლა ერთ კლინიკაში იმყოფებიან და ორივეს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები. მედია წერს, რომ, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.