„ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენ შვილებს აყვარებდი…“ - კვირის პალიტრა

„ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენ შვილებს აყვარებდი…“

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ნა­პოვ­ნი ერთ-ერთი ცხე­და­რი ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლეს, ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ი­ას ეკუთ­ვნის. და­კარ­გუ­ლებს შო­რის კი არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი სამი შვი­ლი.

ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში ია მერკვილაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„ბუნების წესიაო, მშობელი შვილმა უნდა ჩადოს მიწაშიო და ახლა მშობლებიც და შვილები რომ ამ მიწამ ერთად…დღეების წინ თავს ვინეგუშებდი, რომ იქნებ სადმე ხართ, დაჭრილები, გამოფიტულები,მაგრამ ცოცხლები. ახლა ვტირი, იქნებ, რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდადა შენ შვილებს აყვარებდი… „თანამემამულის” ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს ქართველი პოეტის ან მწერლის ოპტიმისტური ციტატით.გულიანო და ჰეის შემძახებელო, მებრძოლო და ნონ კონფორმისტო, ძალიან კარგოადამიანო და ქართველო… ზაზა“ - ვკითხულობთ ტექსტში.