"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - რას პასუხობს კობახიძეს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე - კვირის პალიტრა

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - რას პასუხობს კობახიძეს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.

„იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი." - განაცხადა კობახიძემ.