"ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა, რომ ვიპოვო ..." - მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა - კვირის პალიტრა

"ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა, რომ ვიპოვო ..." - მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა

მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი შოვ­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ და­კარ­გა ოჯა­ხის 9 წევ­რი. მე­წყრის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა მისი და-ძმა. დე­ი­და, ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი. ბი­ძაშ­ვი­ლი სამი შვი­ლით.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში მა­რი­ტა ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხის ორ წევ­რს დღემ­დე ეძე­ბენ. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს უჩ­ვე­ნა მისი და­ღუ­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რანგზე აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი.

"ჩემი და მეგი, გიგი გუ­ტაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ მა­ი­სუ­რა­ძე. ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზე­ბი არი­ან. მა­რი­ამს ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემი მო­დე­ლი ხარ-მეთ­ქი და სულ ფო­ტო­ებს ვუ­ღებ­დი. კოტე მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც ჯერ ვერ ვი­პო­ვეთ. ლა­მის ხე­ლით ამოვ­თხა­რო ყვე­ლა­ფე­რი, ისე მინ­და, რომ ვი­პო­ვო ... დე­ი­და­ჩე­მი, შო­რე­ნა ბი­ჭაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც დე­დის­გან ვერ ვარ­ჩევ­დი. ისეთ დო­ნე­ზე მიყ­ვარს. ნატო ჭე­ლი­ძე და მისი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი. ტა­სოს ვე­ძებთ, ლუკა ნა­პოვ­ნია და ან­დრია. ან­დრი­ას ისე­თი თმა ჰქონ­და, ნი­გე­რი­ე­ლი ბავ­შვე­ბი რომ არი­ან, იმათ არ აქვთ. არ­ცერ­თი აღარ არის..." - ამ­ბობს მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 24 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ათამ­დე და­კარ­გულს ეძე­ბენ.