მუხურა-ტობავარჩხილის გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა - მოძრაობა შეჩერებულია
მუხურა-ტობავარჩხილის გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული.
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.