ინდოეთში ძლიერ წვიმებს 22 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ინდოეთში ძლიერ წვიმებს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში, ჰიმაჩალ-პრადეშში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

ცხრა ადამიანი ემსხვერპლა მეწყერს ქალაქ შიმლაში, სადაც სტიქიამ ტაძარი გაანადგურა.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, შიმლაში, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 15-20 ადამიანი იმყოფება.

ციკლონური ქარიშხლების სერიაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმოიშობა.

"ინტერპრესნიუსი"