"განადგურებული ვარ, ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს... ჩვენს თვალწინ დაიღუპნენ ადამიანები" - დავით ჯელაძის ემოციური პასუხი ირაკლი კობახიძეს - კვირის პალიტრა

"განადგურებული ვარ, ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს... ჩვენს თვალწინ დაიღუპნენ ადამიანები" - დავით ჯელაძის ემოციური პასუხი ირაკლი კობახიძეს

3 აგვისტოს შოვში მეწყერმა, ამ დროის მონაცემებით, 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ მოქალაქეებს. სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები კი საზოგადოებამ რაჭიდან გავრცელებული ფოტოებით გაიცნო, ერთ-ერთი მათგანი დავით ჯელაძეა, რომელმაც მცირეწლოვანი დისშვილი ზურგით გამოიყვანა და გადაარჩინა.

დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თამ­ჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ განაცხადა, რომ "პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია" იმ გზის გავ­ლა მე­წყე­რის დროს, რაც შოვ­ში, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მო­ყო­ლილ­მა და­ვით ჯე­ლა­ძემ დის­შვილ­თან, პა­ტა­რა მა­შოს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. ამ განცხადებას უპასუხა დავით ჯელაძემ:

"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს... ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვინმე დაგვირეკავდა და გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, "ეს როგორ შეძელი" - ამ ფრაზით ვიღვიძებდით. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. ყველაფერი რაც მოვყევი და რაც გადაგვხვდა თავს, თურმე ტყუილი ყოფილა. ახლაც როგორ ვსაუბრობ არ ვიცი, ძალიან აღელვებული ვარ. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

სტიქია ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ჩვენს თვალწინ დაიღუპნენ ადამიანები, 6 ადამიანი ჩემს თვალწინ დაიღუპა. ის, რომ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ბავშვით როგორ შეძლო გადასვლა წარმოუდგენელიაო, მართლა წარმოუდგენელია ეს როგორ შევძელი და ეს როგორ გავაკეთეთ მე და მაშომ.

ისეთ ლაფი იყო, რომ იმ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო. ერთ ადგილზე რომ გაჩერებულიყავი, მაშინვე იძირებოდი და წამიერად დაიხრჩობოდი. მაგ ძალამ გადამიყვანა მეორე ნაპირზე, ვფიქრობდი, რომ იქ უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვწეოდა, ვჩქარობდი და როგორ მოვახერხე არ ვიცი. იმის ნაცვლად, რომ ვინმე გვერდში დამდგომოდა. ირაკლი კობახიძე გამოდის და ამბობს, ტყუილს იძახიო, რა უნდა გავაკეთო არ ვიცი.

ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდი, როგორმე დამევიწყებია ეს დღეები... ადამიანებს მივაწოდე ინფორმაცია და მიხვდნენ რა საშინელება ტრიალებდა იმ ადგილას. უამრავი ადამიანია დაღუპული და დაკარგული, იმის იმედად ვიყავი, რომ ეს ადამიანები იქნებ იპოვონ, ჩემს თავს, ჩემს ოჯახს და იმ გადარჩენილებს აღარ დავეძებდი, ჩვენ ჩვენს თავს როგორმე მივხედავთ. მედიკამენტებიც ჩენი სახსრებით ვიყიდეთ და ფსიქოლოგიურადაც ჩვენით ვუმკლავდებით. დღემდე არანაირი დახმარება არ მიმიღია", - აღნიშნავს დავით ჯელაძე "ფორმულასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თამ­ჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია" იმ გზის გავ­ლა მე­წყე­რის დროს, რაც შოვ­ში, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მო­ყო­ლილ­მა და­ვით ჯე­ლა­ძემ დის­შვილ­თან, პა­ტა­რა მა­შოს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა.

"გა­და­ვა­მოწ­მებთ, მაგ­რამ ცოტა მე­ეჭ­ვე­ბა... რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა, არ ვიცი, რად­გან უფრო უსაფრ­თხო იყო იმ ნა­პირ­ზე დარ­ჩე­ნა. . რად­გან იქ ბევ­რი ადა­მა­ნი დარ­ჩა და მო­ახ­რე­ხეს გა­დარ­ჩე­ნა...

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ მე­ო­რე დღეს ვი­ყა­ვით იქ და იმ გზა­ზე გა­დას­ვლა იყო პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. ამი­ტომ გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი." - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.