"ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა..." - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე, რომლის ორ შვილსაც სტიქიის ზონაში დღემდე ეძებენ? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა..." - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე, რომლის ორ შვილსაც სტიქიის ზონაში დღემდე ეძებენ?

შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან 11 დღე გა­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 24 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 9 ადა­მი­ანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი სამი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ი­დან ორი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ნა­ხეს ზა­ზას მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა.

და­კარ­გუ­ლი სამი შვი­ლი­დან ორი - ზაზა მესხს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სინ­ტა დე­პონ­ტი ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს უფ­როს შვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მას შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მან რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ნათესავებთან მძიმე საუბარი გვქონდა; ყველანი ემოციურები ვართ და ეს საერთო გადაწყვეტილების მიღებას არ აადვილებს. ადრეც აღვნიშნე, რომ ზოგს უნდა მომხდარში დამნაშავეების პოვნა და მათი დასჯა. ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება, რომელიც ხდება მთებში, სადაც ბუნებას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ყველაფერს, რაც ადამიანს შეუძლია გამოიგონოს. თუ კი ქმედება თქვენთვის დაკარგვის ტკივილთან გამკლავების გზაა, ერთი მიმართულება, რომელიც ვფიქრობ, რომ სასარგებლოა, არის მხარდაჭერისა და ექსპერტიზის მობილიზება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის (და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ისინი მიიღონ და განახორციელონ).

რაც უკვე მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით... ვხედავ, რომ ზაზას ჰყავს ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ბევრ თქვენგანს სურს რაღაცის გაკეთება (ისევე როგორც სხვებს). გთხოვთ, თუ გსურთ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, პირველ რიგში დამიკავშირდით მე კოორდინაციისთვის! გახსოვდეს, რომ ზაზას უფროსი შვილი, და დედამისი, რომელიც ასევე ორი დაკარგული ბიჭის დედაა, ისევ აქ ვართ და იცოდეთ, რომ მინდა ყველა ბავშვზე ვიზრუნო. ეს მოიცავს მათ პირად ცხოვრებაზე ზრუნვას. გთხოვთ არ გააზიაროთ მათი სახელები (სოციალური) მედიაში, და იქნებ ბავშვების სურათების დადებაც არ არის ამდენად საჭირო... მათი ამოცნობა უკვე ფოტოებით ვერ მოხდება...“, - წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.