თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი კი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს ცეცხლმოკიდებული მანქანა დახვდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"