შოვში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - 8 პირს ჯერ ისევ ეძებენ - კვირის პალიტრა

შოვში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - 8 პირს ჯერ ისევ ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.

ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

"ინტერპრესნიუსი"