"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

რაჭის სტიქიის ზონაში გადარჩენილი დავით ჯელიძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

"გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი, ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ, ამოვალ, ვისაუბროთ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას, ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ. იქ არიან ხალხი, ვინც შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერათ, არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს, რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს" - წერს დავით ჯელიძე სოციალურ ქსელში.