მაფიისა და პოლიტიკოსების სისხლიანი ომი ეკვადორში - კიდევ ერთი პოლიტიკოსი ჩაცხრილეს
ეკვადორში კიდევ ერთი პოლიტიკოსი მოკლეს. მედიის ცნობით, ესმერალდასის პროვინციაში მარცხენა პოლიტიკური მოძრაობის „სამოქალაქო რევოლუციის“ ლიდერი, პედრო ბრიონესი საკუთარ სახლთან მოკლეს.
ამ მოძრაობიდან პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუისა გონსალესის განცხადებით, ეკვადორი თავის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ეპოქას განიცდის.
„ეს მთავრობის ბრალია, რომელიც მაფიით არის დაპყრობილი“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი, ფერნანდო ვილავიჩენსიო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს.
"ინტერპრესნიუსი"